ჯევერს ქონსთრაქშენი

billboard batumi

სარეკლამო კონსტრუქციები

სარეკლამო კონსტრუქციები

საცხოვრებელი, მრავალბინიანი კორპუსებისა და გრანდიოზული, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის გარდა “ჯევერს ქონსთრაქშენი”, 2019 წლიდან, რკინის კონსტრუქციების დამზადებითაა დაკავებული, რომლებიც სარეკლამო დანიშნულებით გამოიყენება და რომელთაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, არაერთ ქალაქსა თუ რაიონში შეხვდებით.

მძიმეწონიან ბილბორდებს „ჯევერს ქონსთრაქშენი“ სარეკლამო კომპანიების დაკვეთით ამზადებს და მისთვისვე სასურველ ადგილას ათავსებს. თითოეული შეკვეთა კონკრეტული დამკვეთის გემოვნებისა და მოთხოვნილების მიხედვით მზადდება და სარეკლამო მომსახურების მიზნით, ხანგრძლივად გამოიყენება.

Geverse Construction დაკვეთებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში ერთნაირი ეფექტურობით ასრულებს. მის მიერ დამზადებული სარეკლამო კონსტრუქციები, თავისი ხარისხისა და   მასშტაბურობის წყალობით მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა, ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული და შესაბამისად, ყოველთვის ეფექტური და შესამჩნევია.

კონსტრუქციის დამზადებისას უპირველესი საზრუნავი მისი ხარისხია – გააჩნია მყარი საძირკველი და ინარჩუნებს მდგრადობას ნებისმიერი ამინდისა თუ სტიქიის წინაშე. უცვლელად უძლებს დროს და ეფექტურია წლის ნებისმიერ მონაკვეთში.

კომპანია არჩევანს მაქსიმალურად გამძლე მასალაზე აკეთებს, ვინაიდან სარეკლამო ბილბორდები არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი და ეფექტური უნდა იყოს, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხო. უფრო კონკრეტულად: რკინის კონსტრუქციები დამონტაჟებულია რკინა-ბეტონის საძირკველში და აწყობილია სხვადასხვა ტიპის მაღალი სიმტკიცის ლითონის მასალებისგან, რაც ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტია.

კონსტრუქციის საბოლოო განთავსებისას ყურადღება ექცევა კონკრეტული რეგიონისა თუ ქალაქის ამინდის პირობებს. მაგალითად, ბათუმში, სადაც მეტად ტენიანი კლიმატია, ნესტგამძლე სამშენებლო და სამღებრო საშუალებები გამოიყენება.

ინჟინრებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ქარიშხალია. სარეკლამო ბილბორდების კონსტრუქციული ნაწილის დაგეგმარების დროს ისინი მაქსიმალურ ზომებს იღებენ ნებისმიერი სიძლიერის ქარიშხლის წინააღმდეგ, რათა დაზიანება გამორიცხული იყოს. შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოების თავიდან აცილების მიზნით, გამოყენებულია მრავალგზის ნაცადი და შემოწმებული, ევროპული სტანდარტების მქონე, მაღალი სიმტკიცის მასალები. მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, რაც კონსტრუქციის განთავსების ადგილის შესახებ არსებობს, გათვალისწინებულია ქარის მიმართულებაცა და სიჩქარეც.

„ჯევერს ქონსთრაქშენი” უდიდესი სიფრთხილით ეკიდება კვალიფიციური ინჟინერთა პერსონალის შერჩევასაც, რომელიც კონსტრუქციების დამზადებაზე მუშაობს და უშუალოდ უზრუნველყოფს დაგეგმვის, აწყობისა და გამართვის ტექნიკურ პროცესს. სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და მასალის მაღალ ხარისხზეა დამოკიდებული ის, რომ სარეკლამო ბილბორდები ნებისმიერ ამინდში მყარად დგას, ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც კი არ წარმოადგენს საფრთხეს ქალაქისა და მოსახლეობისთვის და ამავდროულად, არ კარგავს ვიზუალურ ეფექტს.

კომპანია თანაბარი ენთუზიაზმით მუშაობს ნებისმიერი ზომის დაკვეთაზე. მის ანგარიშზეა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ორმხრივი სარეკლამო ბილბორდი, ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე, რომლის თითოეულ მხარეს სარეკლამო ფარის ზომა 18*6 მეტრია, ხოლო სიმაღლე მიწიდან 15 მეტრი.

კონსტრუქციები გათვლილია 25-30 წლიანი მოხმარებაზე, შესაბამისი ტექნიკური მეთვალყურეობისა და ლოკალური ამინდის პირობების გათვალისწინებით. „ჯევერს ქონსთრაქშენი“, საკუთარი მდიდარი გამოცდილების, პროფესიონალი კადრებისა და ეფექტური მუშაობის წყალობით, მათ მაქსიმალურად მცირე ვადებში ამზადებს.

Project Info

ka_GE