ჯევერს ქონსთრაქშენი
Geverse Construction-ის დაარსების იდეა გაჩნდა მაშინ, როცა დავინახეთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული გამოცდილებითა და პროფესიონალი კადრებისაგან დაკომპლექტებული გუნდით უფრო მეტის გაკეთების რესურსი, შესაძლებლობა, მზაობა და სურვილი გვქონდა.
საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ხარისხზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და დაარსების დღიდან დღემდე, Geverse Construction-ის მთავარი ღირებულებაც სწორედ ხარისხია. ვაშენებთ საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი ნორმების გათვალისწინებით. ჩვენი საქმიანობით გვინდა ავწიოთ თამასა და გავზარდოთ კონკურენცია ქვეყანაში ხარისხიანი ობიექტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ესაა მთავარი მისია ახლა და ეს იქნება მთავარი მონაპოვარი წლების შემდეგ.
“ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა არა მხოლოდ არ ჩამორჩეს ტენდენციებს, არამედ პირიქით – დანერგოს ინოვაციები, რაც სექტორს განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე აიყვანს.“ – გიორგი ბერიძე, ჯევერს ქონსთრაქშენის ხელმძღვანელი.
Geverse Construction-ი სხვა სამშენებლო კომპანიებისგან განსხვავდება იმით, რომ იგი მომხმარებლებს მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს – სრულმასშტაბიან სამშენებლო სერვისს, იდეის დამუშავებიდან პროექტის სრულყოფამდე – პროექტირებას, ფინანსირებას, აშენებას, რემონტს და ყველა ამ ეტაპის ხარისხიან მონიტორინგს. პროფესიონალი კადრები და კომპანიის გამოცდილება კი თითოეული საფეხურის უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტებით განხორციელების გარანტია.
საცხოვრებელ კორპუსებს სარეკლამო ბანერებისთვის განკუთვნილი მასიური რკინის კონსტრუქციების დამზადება მოჰყვა, რაც სრულ პროექტირებას გულისხმობს – საინჟინრო მომსახურებას, ტექნიკურად შესრულებას, განთავსებას და დამკვეთისთვის საბოლოო პროდუქტის ჩაბარებას.
კომპანიისთვის თითოეული დამკვეთი უმნიშვნელოვანესია. მთელი გუნდი – მენეჯმენტიდან მშენებლებამდე, დაკვეთის მიღების წუთიდან, დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნილებებს ერგება და მთავარი საზრუნავი მის მიერ გამოცხადებული ნდობის გამართლება ხდება.
ამავდროულად, მხოლოდ მაღალკვალიფიციურ პერსონალთან თანამშრომლობს. მუდმივად ზრუნავს საკუთარი გუნდის პროფესიონალიზმის ამაღლებაზე და სთავაზობს განვითარების სხვადასხვა საშუალებას, რაც ზრდის მათ კვალიფიკაციასა და შესრულებული სამუშაოს ეფექტურობას. გარდა ამისა, კომპანია ყველაფერს აკეთებს თანამშრომლებისთვის კომფორტული, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად, რაც აგრეთვე ამაღლებს მათ პროდუქტიულობას.
ამ ყველაფრის დამსახურებით კი Geverse Construction-მა მოახერხა და დაარსებიდან სულ მოკლე დროში დაიკავა ღირსეული ადგილი ქვეყნის სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარზე. დღესდღეობით, მის ანგარიშზე არაერთი პროექტია წარმატებით განხორციელებული, რის შედეგადაც მან უკვე თქვა საკუთარი სიტყვა ადგილობრივ, თუ საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა წინ კიდე უფრო დიდი გეგმებია.